Accessibility links

პროკურატურის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღით მესტიის რაიონში მოკლულია მესაზღვრე


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო, - იტყობინება საქართველოს პროკურატურა.

განცხადებაში საქმის გარემოებების შესახებ ვკითხულობთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 20 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ შელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG