Accessibility links

აღლუმის რეპეტიციის შემდეგ, რუსეთში ათასობით ჯარისკაცი კარანტინში მოათავსეს


სამინისტრო არ აკონკრეტებს, აღმოაჩნდა თუ არა რომელიმე ჯარისკაცს კორონავირუსი. 

რუსეთში კარანტინში მოათავსეს ათასობით ჯარისკაცი, მას შემდეგ, რაც მათ მონაწილეობა მიიღეს გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის რეპეტიციაში, რომლის დროსაც დაირღვა კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად შემოღებული ფიზიკური დისტანცირების წესები - იუწყება ბრიტანეთში გამომავალი "გარდიანი".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 000-მდე სამხედრო უკან, თავიანთ ბაზებზე გაიგზავნება, სადაც მათ ორკვირიან კარანტინში მოათავსებენ. სამინისტრო არ აკონკრეტებს, აღმოაჩნდა თუ არა რომელიმე ჯარისკაცს კორონავირუსი.

სამინისტროს განცხადებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადადო 9 მაისს დანიშნული საზეიმო ღონისძიებები.

წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავი უწევს და კრემლს არ სურდა ზეიმის გადადება. ღონისძიებებს უნდა დასწრებოდნენ მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, იმანუელ მაკრონი და პუტინი იმედოვნებდა, რომ ღონისძიებების ფონზე მათთან კავშირებს განამტკიცებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG