Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა


დღეს, 21 აპრილს დღის ბოლოს იწურება საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მოქმედების ვადა. მის გახანგრძლივებაზე, ან გაუქმებაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილება საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოცხადდება.

საქართველოში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 17 აპრილიდან აიკრძალა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების ზრდით ახსნა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უარყო, რომ აკრძალვა უკავშირდებოდა საპატრიარქოს უარს, მრევლის გარეშე ჩატარებულიყო სააღდგომო წირვა.

ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას, დისტრიბუციას და "მიტანის სერვისს".

21 აპრილის 7:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 402 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 95 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG