Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა აშშ-ში იმიგრაცია შეაჩეროს


აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების განკარგულებას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა და მიზეზად დაასახელა „უხილავი მტრის", ანუ კორონავირუსის შეტევა და ამერიკის მოქალაქეთა სამუშაო ადგილების დაცვა.

როდის აპირებს პრეზიდენტი ტრამპი ახალი განკარგულების გამოცემას და რა ვადით, ჯერჯერობით უცნობია.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების შემთხვევებით. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 792 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 42 000-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში გამოცხადებულმა კარანტინმა ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მარტში 22 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა უმუშევრობის შემწეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG