Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია დააზუსტა


სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული ინფორმაციით, საქართველოში დღეს მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა 4.2 იყო და ეპიცენტრი ყვარელში მდებარეობდა.

ცენტრის თავდაპირველი მონაცემებით, 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში, სოფელ ბალღოჯიანიდან 2 კილომეტრის მოშორებით, 5 კილომეტრის სიღრმეზე.

მოგვიანებით ცენტრმა დააზუსტა, რომ 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ყვარლიდან აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ახალსოფელთან 35 კილომეტრის სიღრმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG