Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მომხდარ მიწისძვრას ეპიცენტრში რაიმე ზიანი არ მოჰყოლია


საქართველოში დღეს მომხდარი 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მიწისძვრას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია.

„სოფელი უბან-უბან შემოვიარეთ და ყველგან მშვიდობა გვაქვს. ადგილობრივებსაც ველეპარაკეთ. ამბობენ, რომ ბიძგები შესამჩნევი იყო. ინფორმაციას ახლაც გავგროვებთ. თუ რამე შეიცვალა, აუცილებად ვიტყვით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ყვარლის მერის წარმომადეგნელმა ახალსოფელში მალხაზ მარტიაშვილმა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ყვარლის მოსაზღვრე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეშიც. საგანგებო გადაუდებელი დახმარების ცენტრში და მერიის ცხელ ხააზზე რაიმე ზიანის შესახებ შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 10:08 საათზე დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG