Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამოვლინდა


გასული 24 საათის განმავლობაში პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათგან

  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 78 მოქალაქე;
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 66 მოქალაქე;
  • სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს 38 მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15000 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG