Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: იანვარ-მარტში ექსპორტი 5.9%-ით შემცირდა


სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 778.2 მლნ. ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 5.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს, საქსტატის ცნობით, იგი მთლიანი ექსპორტის 69.3 პროცენტს შეადგენს, რაც 1,7 პროცენტით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს და 539.5 მილიონ დოლარს უტოლდება.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 79.6 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი - 97.1 მლნ აშშ დოლარით, ბულგარეთი - 83.1 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი - 82.6 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის თანახმად, 2020 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 159.0 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები - 58.0 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 44.1 მლნ აშშ დოლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG