Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით შეიყვანეს პირი, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა


ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 20 აპრილს, გვიან ღამით მოათავსეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

კლინიკის დირექტორის, თემურ ნადირაძის თანახმად, ამ დროისათვის საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით 24 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკა შესაძლოა დღეს ორმა პაციენტმა დატოვოს. მათ განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია.

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 402-დან 408-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 95 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG