Accessibility links

კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 500-ზე მეტმა აბონენტმა თქვა


საქართველოში ყველა კომუნალურ შეღავათზე უარი 3 534-მა აბონენტმა თქვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიიდან მიაწოდეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გარდა ამისა, არსებობენ ოჯახები, რომლებმაც მხოლოდ გაზის ან ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე თქვეს უარი. მათ შესახებ მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მათ, ვისაც მსგავსი სურვილი აქვთ, თუმცა ამ დრომდე არ მიუმართავთ სემეკისთვის, აპრილის თვის განაცხადით მიმართვა 11 მაისამდე შეუძლიათ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე მეტ გაზს არ მოიხმარს, გადასახადი უფინანსდება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებს, ავტომატურად უფინანსდება წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG