Accessibility links

იანვარ-მარტში საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი თურქეთი იყო


საქართველო-თურქეთის საზღვარი სარფში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, ექსპორტი 778.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი - 1 995.8 მლნ აშშ დოლარს.

რაც შეეხება უმსხვილეს იმპორტიორს, საქსტატის თანახმად, 2020 წლის იანვარ-მარტში ეს იყო თურქეთი - 348.3 მლნ აშშ დოლარი. იმპორტიორთა შორის მეორე ადგილზეა რუსეთი - 210.1 მლნ აშშ დოლარი. სამეულში მესამეა აზერბაიჯანი - 184.3 მლნ აშშ დოლარი.

საქსტატის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, პირველი სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

აზერბაიჯანი - 121.9 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთი - 99.9 მლნ აშშ დოლარი და რუსეთი - 91.2 მლნ აშშ დოლარი.

საქსტატის თანახმად, 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. 71,1 პროცენტია 10 პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - 402.2 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი - 306.2 მლნ აშშ დოლარი და რუსეთი - 301.4 მლნ აშშ დოლარი.

2020 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები, ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები.

საქსტატის თანახმად, მსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხოლო მესამეს - ნავთობის აირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG