Accessibility links

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ცოლზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა


დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე იძალადა, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრზე ძალადობა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG