Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარი პროდიუსერი გახდა


ნოდარ მელაძე მთავარ არხთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ TV პირველის მთავარი პროდიუსერი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას არხის დირექტორი, ინგა გრიგოლია ავრცელებს.

"უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდიუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი", - წერს გრიგოლია მელაძეზე.

მელაძე მთავარ არხზე არხის დაფუძნებიდან 7 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო და არხის შეცვლილმა მენეჯმენტმა გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG