Accessibility links

ანდრია ჯაღმაიძე: აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები


აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, - წერს ფეისბუკის პირად გვერდზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისი სიტყვებით, განკითხვა კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი ვირუსია.

„განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

20 აპრილს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ტყუილი უწოდა ამერიკაში მცხოვრები ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას, რომ ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.

მანამდე სოციალურ ქსელში კრიტიკული მოსაზრებები ვრცელდებოდა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG