Accessibility links

აშშ-მა ბელარუსში პირველად დაასახელა ელჩი ბოლო ათ წელიწადში


ჯული ფიშერი, აშშ-ის ახალი ელჩი ბელარუსში

აშშ-მა ბოლო ათ წელიწადში პირველად დაასახელა ელჩი ბელარუსში, რაც უკანასკნელი ნიშანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესაძლო დათბობისა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 აპრილს განაცხადა თავის განზრახვაზე, ევროპაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის, კარიერის დიპლომტის, ჯული ფიშერის წარდგენის შესახებ მინსკში ელჩის თანამდებობაზე.

ფიშერს თანამდებობები ეკავა ნატოში, ის მსახურობდა რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

აშშ-სა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაფუჭდა, როცა ვაშინგტონმა თავისი ელჩი გაიწვია მინსკიდან 2008 წელს მას მერე, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვის განკარგულება გასცა. მანამდე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდა 2006 წელს, როცა აშშ-მა სანქციები დაუწესა მინსკს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მინსკს სტუმრობდა და განაცხადა, რომ აშშ ესწრაფვის უფრო ახლო ურთიერთობას ბელარუსთან. დაახლოება ორ ქვეყანას შორის ხდება იმის ფონზე, როცა მინსკი ცდილობს გააწონასწოროს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე იმის სურვილით, რომ დაუახლოვდეს დასავლეთს. მაშინ, როცა აშშ აცხადებს, რომ ბელარუსს არ სჭირდება არჩევანის გაკეთება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, პომპეომ თებერვალში გამოაცხადა, რომ აშშ-ს „სურს დაეხმაროს ბელარუსს სუვერენული სახელმწიფოს შენებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG