Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დამძიმებული ბრალი წაუყენა


თბილისის პროკურატურამ ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დამძიმებული ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიციელს პროკურატურა გაუფრთხილებელობით სიცოცხლის მოსპობის ნაცვლად ახლა უკვე განზრახ მკვლელობას ედავება. მას ბრალის დამძიმებამდე ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა, ან სულაც ექვს თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა ემუქრებოდა ახლა კი შესაძლოა, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.

"პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბრალის წაყენების შემდეგ ისევ პროკურატურაზეა დამოკიდებული, რა მტკიცებულებებს წარადგენს სასამართლოში. სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმსჯელებს პატიმრობის მისჯის დროს.

შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე 19 აპრილს, აღდგომის მეორე ღამეს, იმ დროს მოხდა, როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყებოდა. პროკურატურის ვერსიით, პოლიციელმა ნასვამ მდგომარეობაში საკუთარი აივნიდან ისროლა და მოპირდაპირე კორპუსში ქალი "ბრმა ტყვიით" საკუთარ ბინაში მოკლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG