Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: ბრალდებული პოლიციელისთვის პატიმრობის შეფარდებას მოვითხოვთ


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყება ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. სასამართლო სხდომა უახლოეს რამდენიმე საათში გაიმართება.

დღეს, 21 აპრილს პროკურატურამ დაკავებულს ბრალიც დაუმძიმა. გამოძიება მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ნაცვლად ახლა უკვე განზრახ მკვლელობას ედავება. მას ბრალის დამძიმებამდე ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა, ან სულაც ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა ემუქრებოდა ახლა კი შესაძლოა, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.

ბრალის წაყენების შემდეგ ისევ პროკურატურაზეა დამოკიდებული, რა მტკიცებულებებს წარადგენს სასამართლოში. სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმსჯელებს პატიმრობის მისჯის დროს.

შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 19 აპრილს, აღდგომის მეორე ღამეს, იმ დროს მოხდა, როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყებოდა. პროკურატურის ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა საკუთარი აივნიდან ისროლა და მოპირდაპირე კორპუსში ქალი „ბრმა ტყვიით“ საკუთარ ბინაში მოკლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG