Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ გეგმავს


საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ, 24 აპრილს გეგმავს. თარიღი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა.

მისი თქმით, გეგმას ორი მიმართულება ექნება: სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების კუთხით. როგორც მან აღნიშნა, 24 აპრილს გაირკვევა, რა შეზღუდვებს მოხსნის მთავრობა ბიზნესოპერატორებისთვის.

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 22 მაისამდე უნდა. ოპოზიცია ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის გარეშე არ აპირებს, ხელისუფლებას ამ პროცესში მხარი დაუჭიროს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად 408 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG