Accessibility links

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ოკუპირებული გალის სამედიცინო დაწესებულებებს დაეხმარა


ოკუპირებულ აფხაზეთთან, გალის რაიონთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას გაუგზავნა ინვენტარი და ვირუსისგან დამცავი 1 080 ერთეული აღჭურვილობა - სადეზინფექციო ხსნარი, სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები, სკაფანდრები და დისტანციური თერმომეტრები.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთში სამედიცინო საშუალებების ნაკლებობაა.

დე ფაქტო ხელისუფლებას, მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 7 აპრილიდან დღემდე დადასტურებული აქვს COVID-19-ის სამი შემთხვევა.

დე ფაქტო მთავრობა პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაინფიცირებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს. ის 18 აპრილს გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG