Accessibility links

საქართველოს მოქალაქეთა დასაბრუნებლად 3 ახალი ავიარეისი დაინიშნა


საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამშობლოში მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად კიდევ სამი ჩარტერული რეისი შესრულდება.

ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი 5 მაისს საქართველოს მოქალაქეებს ათენიდან ჩამოიყვანს, 7 მაისს ამსტერდამიდან და 9 მაისს ბერლინიდან.

მანამდე დანიშნული ავიარეისებია:

22 აპრილი - ერბილი-ბათუმი;

24 აპრილი - ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - ვარშავა-თბილისი;

30 აპრილი - მადრიდი-თბილისი;

2 მაისი - პრაღა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილის ჩათვლით შესრულდა 25 ჩარტერული რეისი. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით ორგანიზებულად დაბრუნდა 7068 მოქალაქე.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG