Accessibility links

ბიურომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხის კენჭისყრაზე გატანას მხარი დაუჭირა


საქართველოს პარლამენტის ბიურომ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ დადგენილების პროექტი კენჭისსაყრელ საკითხებში შეიტანა. კენჭისყრა დღესვე, 22 აპრილსაა დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები დადგენილებას მხარს არ დაუჭერენ. ისინი მთავრობისგან ამ პერიოდში კრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვენ. მთავრობის პოზიციაა, რომ ამ დოკუმენტს საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, 24 აპრილს წარადგენს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. ამ დადგენილების პროექტს ერთი თვის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG