Accessibility links

პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბაჩო ქათამაძეს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა.

პროცესი დისტანციურად წარიმართა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა გაიზიარა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გამოძიება ბაჩო ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულმა ბაჩო ქათამაძემ ხანძარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 19 აპრილს გააჩინა. ამის ამსახველი კადრები „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდიდან მან პირდაპირ ეთერში გაუშვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG