Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით ინფიცირებულ, მეხუთე გარდაცვლილ პაციენტს სხვა მძიმე დაავადებაც ჰქონდა


კორონავირუსით ინფიცირებულ 68 წლის მამაკაცს, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა, გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი. ამის შესახებ მედიას აცნობა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

პაციენტი, რომლის ინფიცირების წყარო „ბოლნისის კლასტერი“ იყო, კლინიკაში ორი კვირის წინ მოათავსეს და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“, - უთხრა ჟურნალისტებს ლალი ტურძელაძემ. მისი თქმით, დიდი შრომის მიუხედავად, რეანიმატოლოგებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

68 წლის მამაკაცი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული, მეხუთე გარდაცვლილი პაციენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG