Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უფლებადამცველი ექსპერტები "შოკირებულნი" არიან ირანში არასრულწლოვნის სიკვდილით დასჯით


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

გაეროს უფლებადამცველი ექსპერტები აცხადებენ, რომ "შოკირებულნი" არიან ირანის მიერ კიდევ ერთი არასრულწლოვნის სიკვდილით დასჯის გამო, რაც ირანის მხრიდან წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან.

შაიან საედპური, რომელიც პირისთვის დანით სასიკვდილო ჭრილობების მიყენებისთვის განაჩენის გამოტანის დროს 17 წლისა იყო, 21 აპრილს ჩამოახრჩვეს, - იუწყებიან გაეროს საგანგებო მომხსენებლები, ჯოვაიდ რეჰმანი და ანიეს კალამარი განცხადებაში. ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ირანმა, შესაძლოა, მალე კიდევ დასაჯოს სიკვდილით ადამიანები, მათ შორის, კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ციხეში ახლახან მომხდარი არეულობის პასუხად.

საედპური 2018 წლის ოქტომბერში ცნეს დამნაშავედ მკვლელობაში და სიკვდილი მიუსაჯეს.

ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ, იქ 5,300-მდე ადამიანია გარდაცვლილი ამ ვირუსით ინფიცირების შედეგად. პანდემიის გამო, მარტში დროებით გაათავისუფლეს 100,000-მდე პატიმარი.

საედპური იყო ერთ-ერთი იმ ათობით პატიმარს შორის, რომლებიც საპატიმროდან გაიქცნენ კორონავირუსის გავრცელების გამო ციხეში მომხდარი არეულობის დროს. ის აპრილის დასაწყისში დააკავეს ხელახლა.

გაეროს ექსპერტების თქმით, ირანმა შესაძლოა დააჩქაროს სიკვდილით დასჯის განაჩენების სისრულეში მოყვანა, აწამოს პატიმრები და დახოცოს ისინი, ვინც მონაწილეობდა ციხეში მომხდარ არეულობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG