Accessibility links

რუსეთი, თურქეთი და ირანი შეხვედრას გამართავენ სირიის საკითხზე


რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს ვიდეოკავშირის მეშვეობით შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ სირიის და მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონში, იდლიბში, დეესკალაციის შეთანხმების საკითხები.

თურქეთმა და რუსეთმა, რომლებიც კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს უმაგრებენ ზურგს, 5 მარტს შეიმუშავეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაში. მანამდე რუსეთის ძალების მიერ მხარდაჭერილმა სირიის არმიამ რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოა შეტევა, რის გამოც მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და თურქეთს ლტოლვილების ახალი ტალღის მიწყდომის პრობლემა შეექმნა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის და რუსეთის სამხედროები ერთობლივ პატრულირებას ახორციელებენ მეამბოხეთა და სირიის მთავრობის ძალებს შორის არსებულ ბუფერულ ზონებში, სტრატეგიული მნიშვნელობის M4 გზატკეცილის გასწვრივ.

20 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სირიის მთავრობას ბრალი დასდო, რომ ის სარგებლობს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კორონავირუსის პანდემიის ყოფნით და აძლიერებს შეტევებს იდლიბზე. "თუკი ეს რეჟიმი, რომელმაც დაარღვია შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის და სხვა პირობები, ასე გააგრძელებს, ის მძიმე დანაკარგებით გადაიხდის საფასურს", - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG