Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება


„დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე, განსხვავებული აზრი ვერ იქნება, ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციით და პრაქტიკით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ზოგი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს, რის აუცილებლობასაც ყველა ხედავს, თუმცა მისი სიტყვებით, „ეს ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი“.

„დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის, კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს „სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა“, თუმცა, ამის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა ახლა სახეზეა.

პრეზიდენტმა პარლამენტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ ბრძანება წარუდგინა.

ცნობილია, რომ პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები დადგენილებას მხარს არ დაუჭერენ. ისინი მთავრობისგან ამ პერიოდში კრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვენ. მთავრობის პოზიციაა, რომ ამ დოკუმენტს საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, 24 აპრილს წარადგენს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. ამ დადგენილების პროექტს ერთი თვის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG