Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის ოფიციალური პირები კადიროვს ბაძავენ და თმას იპარსავენ


რუსეთში, ჩეჩნეთის რეგიონში ოფიციალურმა პირებმა თმა გაიპარსეს მას შემდეგ, რაც ეს რეგიონის ავტორიტარმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკეთა და აცხადებენ, რომ ასე უმკლავდებიან კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული საპარიკმახეროების პრობლემას.

ოფიციალური პირები ამ ნაბიჯს დგამენ მას მერე, რაც კადიროვმა 21 აპრილს ინსტაგრამზე განათავსა ვიდეო, რომელშიც მას თმა მთლიანად გადახოტრილი აქვს. "გირჩევთ, ყველამ გადაიპარსოთ თმა, რადგან საპარიკმახეროები დახურულია და ოჯახებში პარიკმახერები არ არიან. ... ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და, რაც ყველაფერზე მთავარია, ეს გააკეთა წინასწარმეტყველმა [მუჰამედმა], სამშაბათიდან ოთხშაბათს ღამით", - ამბობს კადიროვი ვიდეოში.

ერთი დღით ადრე, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ჯგუფის შეხვედრაზე, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კადიროვს სთხოვა გაეხსნა საპარიკმახეროები, რაზეც მან უპასუხა, რომ საუკეთესო გამოსავალი თავის გადაპარსვა იქნება.

მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე კადიროვის ვიდეო გამოჩნდა, მას მიბაძეს მთავრობის ბევრმა წევრმა, სამართალდამცველებმა და ადგილობრივმა მესვეურებმა - ისინი ინტერნეტით ავრცელებენ თავიანთ ფოტოებს, თმის გადაპარსვის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG