Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა


ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებული სამართალდამცავისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

როგორც მისი ადვოკატი, ცოტნე წერეთელი აცხადებს, სამართალდამცავი მომხდარ ფაქტს ძალიან ნანობს.

სოსო გაბრიაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 19 აპრილს, აღდგომის მეორე ღამეს, იმ დროს მოხდა, როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყებოდა. პროკურატურის ვერსიით, პოლიციელმა ნასვამ მდგომარეობაში საკუთარი აივნიდან ისროლა და მოპირდაპირე კორპუსში ქალი "ბრმა ტყვიით" საკუთარ ბინაში მოკლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG