Accessibility links

კალაძე: თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას მაღაზიასა და აფთიაქში გასვლის უფლებას მივცემთ


თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლის საშუალება ექნება. ამის შესახებ მერმა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"გამგეობებს დაევალათ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ამ სოფლებთან და ოჯახებთან, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და მივცეთ მათ იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინონ მათი გარკვეული დროის განმავლობაში გასვლა საკვები პროდუქტების და იმ პროდუქტების შესაძენად, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. მათ ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩვენი გამგეობების ჩართულობით", - თქვა კალაძემ.

ბოლო შეზღუდვებით, საქართველოში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება საშვის გარეშე დაუშვებელია. წესის დამრღვევი მოქალაქე 3 000 ლარით დაჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG