Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციას მიზანმიმართულ დანაშაულს უწოდებს


„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განაცხადა, რომ სანამ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მსჯელობს, მარნეულში „ნაცმოძრაობის ორი განშტოების წარმომადგენლები მართავენ ერთობლივ აქციას“.

ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG