Accessibility links

კალაძე: მაინტერესებს საზოგადოების აზრი სამომავლოდ შაბათ-კვირას მანქანების აკრძალვაზე


თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვამ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი შეამცირა. სწორედ ამიტომ, მერი ფიქრობს, რომ მოსახლეობას ჰკითხოს, "ჩვეულ რეჟიმში" დაბრუნების შემდეგ ხომ არ აიკრძალოს შაბათ-კვირას ქალაქში მანქანებით მოძრაობა.

"დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს აუცილებლობის პირობებში გადაადგილება, რომ თავისუფლად შეძლონ ადამიანებმა როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი მგზავრობა", - თქვა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების ფარგლებში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შეზღუდვები 27 აპრილამდე ვრცელდება მსუბუქ მანქანებზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG