Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.17 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

23 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1749 ლარი (22 აპრილი - 3.1696​);
  • 1 ევრო - 3.4502 ლარი (22 აპრილი - 3.4343);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9204 ლარი (22 აპრილი - 3.9116);
  • 100 რუსული რუბლი - 4.1542 ლარი (22 აპრილი - 4.1409);
  • 1 თურქული ლირა - 0.4549 ლარი (22 აპრილი - 0.4551)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1802 ლარი (22 აპრილი - 1.1711).

22 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1750 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG