Accessibility links

ესპანეთში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ძებნილი


ესპანეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ალმერიაში დაკავებულია ევროპაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ძებნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც ერაყსა და სირიაში იბრძოდა. შენიშნავენ, რომ მამაკაცის გამოსახულება ჩანდა ხოლმე „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაულებების შესახებ პროპაგანდისტულ ინფორმაციაში.

ალმერიაში ის ბინაში იმალებოდა ორ სხვა პირთან ერთად, რომლებიც ასევე დააპატიმრეს. ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, სამივე ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩავიდა ესპანეთში. ისინი ცდილობდნენ, ყურადღება არ მიეპყროთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების პირობებში. ბინას ყოველთვის ცალ-ცალკე ტოვებდნენ, იყენებდნენ დამცველ ნიღბებს.

„დაკავებულმა რამდენიმე წელი გაატარა სირიასა და ერაყში და ჩადენილი აქვს რიგი უკიდურესად სასტიკი დანაშაულები, რომლებმაც ევროპაში პოლიციისა და სპეცსამსახურების ყურადღება მიიპყრო“, იმოწმებს როიტერსი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

Associated Press-ი იტყობინება, რომ მებრძოლის ვინაობაა აბდელ ბარი და რომ ის შვილია ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდის“ წევრისა, რომელიც 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოების აფეთქებასთან დაკავშირებული გარემოებების გამო გაასამართლეს. იმ თავდასხმებს 220-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG