Accessibility links

ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობით, აღარ გაიმართება


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა, მინისტერიალი, მაისში სტრასბურგში აღარ გაიმართება. მინისტერიალის თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა გაიმართება 2020 წლის 4 ნოემბერს ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში.

საქართველოს მაისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის უნდა ემასპინძლა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო. შესაბამისად, 26 თებერვალს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებოდა.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG