Accessibility links

საქართველოში 22 აპრილამდე PCR ტექნოლოგიით 8 888 ტესტი ჩატარდა


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ COVID-19-ით ინფიცირებულთა დასადგენად ჩატარებული გამოკვლევების შედეგებზე ილაპარაკა „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში.

„8 375 შესაძლო შემთხვევა იყო საქართველოში, რომელიც საჭიროებდა ღრმა ეპიდემიოლოგიურ შესწავლასა და ტესტირებას ე.წ. PCR ტექნოლოგიით. ასეთი ტესტი ჩატარდა 8 888 დღეს (22 აპრილი) დილამდე. გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა. დღის განმავლობაში უკვე დამატებულია 5 შემთხვევა, მათი უმრავლესობა წარმოადგენს ადრე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა 105 ადამიანი და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, ამას ემატება 4000-მდე ადამიანი, ვისაც სწრაფი ტესტი ჩაუტარდა.

საქართველოში პირველი COVID-ინფიცირებული 26 თებერვალს გამოავლინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG