Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფამ უარყო ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან რეკომენდაციის მიღების შესახებ


უეფამ სიცრუე უწოდა რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს საერთაშორისო ტურნირების 2021 წლის ბოლომდე შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

უეფას წარმომადგენელმა „The Independent“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არანაირი რეკომენდაცია არ მიუღიათ. დიდი ალბათობით, ევროტურნირებიც გაცილებით ადრე განახლდება. კონკრეტულ გადაწყვეტილებას უეფა თავის წევრი 55 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით მიიღებს. ამ საკითხზე უახლოესი საერთო ვიდეოკონფერენცია 23 აპრილს გაიმართება.

საფეხბურთო ტურნირების 2021 წლის ბოლომდე შეჩერების რეკომენდაციის შესახებ ინფორმაცია ბრაზილიის გამოცემა „Placar”-მა გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG