Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის დასასრულს ჯერ ვერ ხედავს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება.

„ჩვენ მოგვიწევს გრძელი გზის გავლა. ეს ვირუსი ჩვენთან კიდევ დიდხანს იქნება“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა. მისი თქმით, მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სიტუაცია სტაბილური ხდება, ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშოდ იზრდება აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაავადების ახალი აფეთქება შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.

მსოფლიოში ახალი სახეობის კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 2 600 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 184 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG