Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის პაციენტებს 5 წლის ბავშვი დაემატა


აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ 22 აპრილს კოვიდ-19-ით ინფიცირებული 5 წლის ბავშვი შეიყვანეს. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ბავშვი მარნეულის კლასტერს განეკუთვნება და მისი ოჯახის წევრებიც ინფიცირებულები არიან:

„ოჯახის წევრები ჩვენთან არ არიან, ჩვენთან მხოლოდ ბავშვია გადმოყვანილი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყოველთვის ვიმეორებ ამას, რომ როგორც წესი, სუბიექტურად ,ბავშვები თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი განმარტებით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსი 22 პაციენტს აქვს დადასტურებული. მათგან 4 პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო.

23 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევაა.

საერთო რიცხვი 416-დან 420-მდე გაიზარდა. მათგან 107 გამოჯანმრთელებულია. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG