Accessibility links

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილური გახდა


23 აპრილის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი. მათგან 17-ს მძიმე პნევმონია აქვს.

ამასთან, სტაბილური გახდა ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა. „პროგნოზულად იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ასევე გაგრძელდება“, - უთხრა მედიას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია 7 ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მათ გამოჯანმრთელების პირველ ტესტს ჩაუტარებენ.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის საერთო ჯამში 420 შემთხვევა. მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG