Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაბალელ ფერმერს მოსავლის ტრანსპორტირებისთვის საჭირო საშვი მისცეს


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ ფერმერს, მახმად ისმაილოვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს სპეციალური საშვი, რომლითაც ავტოტრანსპორტით გადაადგილებას და მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. მახმად ისმაილოვმა საშვის მიღების შესახებ დღეს, 23 აპრილს გვაცნობა.

კაბალელი ფერმერის პრობლემაზე რადიო თავისუფლებამ 22 აპრილს დაწერა. ახმედ ისმაილოვს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ავტოტრანსპორტით მიმოსვლის აკრძალვის გამო, კიტრის უხვი მოსავალი უფუჭდებოდა და საშვის მიღებას ვერ ახერხებდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის წინაშე არაერთი სხვა ფერმერიცაა.

საქართველოს მთავრობა ავტომანქანებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაქმებას 27 აპრილიდან გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG