Accessibility links

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 8 პაციენტი გაეწერება


ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 24 საათის განმავლობაში ეტაპობრივად 8 პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. მისი თქმით, ამდენი პაციენტი ერთი დღის განმავლობაში აქამდე არასდროს გაუწერიათ.

ლევან რატიანის თანახმად, მოსალოდნელია, რომ კლინიკიდან ხვალ 17-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს:

„პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17-ზე. ველოდებით განმეორებით გაგზავნას ხელახლა და თუ ხვალ მოვიდა ეს 17 უარყოფითი უკვე ორჯერადად, ხვალ უკვე 17 პაციენტი დატოვებს უკვე კლინიკას.

მინდა გითხრათ, რომ პაციენტებს, რომელსაც ვგულისხმობ, ამ ეტაპზე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით არანაირი კლინიკური გამოვლინებები, პათოლოგია არ უვლინდებათ“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, პირველ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ-19-ით ინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციაშია 8 პაციენტი.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში საერთო ჯამში დადასტურებულია კორონავირუსის 420 შემთხვევა. მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG