Accessibility links

1,8 მილიარდი მუსლიმანი რამადანისთვის მზად არის აკრძალვების მიუხედავად


ბაზარი პაკისტანში, ყარაჩიში, 22 აპრილი, 2020 წელი

მსოფლიოს 1,8 მილიარდი მუსლიმანი მაროკოდან ინდონეზიამდე ემზადება მათი წმინდა თვის, რამადანის შესახვედრად. მაჰმადიანური ქვეყნების მთავრობები პანდემიის წინააღმდეგ მიმართავენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ზომებს. ზოგ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, ზოგან ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ მორწმუნეებმა თავყრილობისგან თავი შეიკავონ.

მაჰმადიანური ქვეყნებიდან იტყობინებიან ინფექციის შემთხვევების და COVID-19-ით დაღუპულთა ნაკლები რაოდენობის შესახებ. თუმცა, რთულია ობიექტურ ინფორმაციის მოპოვება.

მთელ მსოფლიოში კვლავ ვრცელდება ინფექცია, რაც იწვევს შიშს, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას ვერ გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მსოფლიოში. ამ ეტაპზე ინფიცირებულია 2,6 მილიონზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა 183 ათასს გადასცდა.

ზოგიერთ მუსლიმურ სახელმწიფოში პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა კომენდანტის საათმა, დახურულმა მეჩეთებმა და მასობრივი ლოცვების აკრძალვამ ხელი შეუშალა ძველი ტრადიციების განხორციელებას. რამადანის პერიოდში ათეულ მილიონობით ადამიანი იმოძრავებს და შეიკრიბება, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ მომავალ თვეში კვლავ მოხდება კორონავირუსის აფეთქებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

თურქეთში, ეგვიპტეში და საუდის არაბეთში მეჩეთები დახურულია და ცნობილი სასულიერო პირები მოუწოდებენ ხალხს, შინ ილოცონ. ირანში უკვე კვირების განმავლობაში აღარ იმართება პარასკევის მასობრივი ლოცვა. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა პაკისტანი და ბანგლადეში სასულიერო პირები მოუწოდებენ მლოცველებს, მეჩეთებში შეიკრიბონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG