Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო მაესტრო: ჩვენს ანგარიშს ინკასო დაედო


რადიო მაესტროს ანგარიშს ინკასო დაედო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას არხის დირექტორმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამოცხადების შემდეგ შემოსავლებმა 60-დან 80 პროცენტამდე იკლო და ახლა თანამშრომლებისთვის ხელფასების მხოლოდ ნაწილის გადახდას ახერხებს.

“არასდროს გვაძლევდა სარეკლამო შემოსავლები იმის საშუალებას, რომ დანაზოგი გაგვეკეთებინა… ასეთია საქართველოში თუნდაც ზეპოპულარული მედიის ბედი. თანხა ყოველთვის მიდის და ნაწილდება საეჭვო რეპუტაციის მედიებში”, - ამბობს ის.

ღლონტი მთავრობას მოუწოდებს პანდემიის გამო კრიზისში მყოფი მედიებისთვის შეღავათები დააწესოს:

“ასეთი ტიპის მედიებს არათუ უნდა გადაუვადოს გადასახადები, არამედ უნდა მოუხსნას დიდი ხნით, რომ შენარჩუნდნენ ისეთი მედიები, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებლები. წინააღმდეგ შემთხვევაში პანტა-პუნტით დაიკეტებიან”.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კორონავირუსის გამო შემცირებული შემოსავლების პირობებში მედიასაშუალებებს ინკასოს ადებენ. ასე დაედო ინკასო რამდენიმე კვირის წინ მთავარ არხსა და TV პირველსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG