Accessibility links

site logo site logo

ფარმაცევტები და მაღაზიების გამყიდველები ტესტირების ჯგუფში შევლენ


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის სიტყვებით მიმდინარეობს ტესტირების ალგორითმზე დამატებით მუშაობა, იმის მიხედვით როგორ არის დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, ამის მიხედვით შეიცვლება ტესტირების ალგორითმიც.

„ჩვენ ვითვალისწინებთ რომ აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგეგ გამართულ ბრიფინგზე.

აქამდე მოქმედი ალგორითმით ტესტიტებას ექვემდებარებოდნენ"

  • ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტები
  • სამედიცინო პერსონალი
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები;
  • თავდაცვის ძალები;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;
  • საეკლესიო პირები, მონასტრები.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში საერთო ჯამში დადასტურებულია კორონავირუსის 420 შემთხვევა. მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG