Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, რამდენიმე ინფიცირებულია შსს-ში


როგორც ჯანდაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირეული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც.

„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც ასევე, დაუფიქსირდათ მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ეს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, ყველა ის ექიმი, მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, რათა მათი მხრიდან სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკი გამოირიცხოს.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში საერთო ჯამში დადასტურებულია კორონავირუსის 420 შემთხვევა. მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG