Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე: არსებული დინამიკა არ ნიშნავს რომ პიკი გადავლილია


დინამიკა, რომელიც ახლაა არ მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსის გავრცელების პიკი გადავლილია,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით იქნება შემთხვევა, როცა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი ინფიცირებულების რაოდენობას გადააჭარბებს,თუმცა მსგავსი დინამიკა პანდემიას ახასიათებს.

„ის, რომ რამდენიმე დღის წინ, დაინფიცირებულების რიცხვი 40-ს აღემატებოდა და დღესდღეობით, მხოლოდ 10-მდეა, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად, ახასიათებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი გადავლილია. ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებს და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ ჩვენ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებითდღეს არსებული შეფეგი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგია.

„მესმის, რომ ყველა ძალიან გაღიზიანებულები ვართ და ეს არის ძალიან რთული, გვჭირს გადაადგილება და ტრანსპორტი შეზღუდულია, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს სოციალური დისტანცირება უმკაცრესად დავიცვათ, რის შედეგადაც დღეს ჩვენ 2000 და 500 პაციენტი კი არ გვყავს, არამედ, მხოლოდ 305 პაციენტი გვყავს სტაციონარში“, - განაცხადა ეკა ეკატერინე ტიკარაძემ.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში საერთო ჯამში დადასტურებულია კორონავირუსის 420 შემთხვევა. მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG