Accessibility links

"გირჩის" აქციის მონაწილეთა ნაწილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს


პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"რადიო თავისუფლების" პირდაპირ ეთერში ისმოდა ერთ-ერთი სამართალდამცველის განმარტება, რომ პირების ადმინისტაციული კოდექსის ორი მუხლით 166-ე და 173 -ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობასა და სამართლადამცავისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს.

მანამდე აქციაზე ასევე დააკავეს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მეგრელიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი. თუმცა მათთვის დაკავების საფუძველი ადგილზე არ განუმარტავთ.

ზურა ჯაფარიძე იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავდა. მთავრობის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნოთ.

აქციის მონაწილეთა დაკავება სავარაუდოდ საგანგებო მდგომარეობის დროს აქციის გამართვის დაუშვებლობას უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG