Accessibility links

1,8 მილიარდი მუსლიმი რამადანის აღსანიშნად ემზადება პანდემიის პირობებში


მსოფლიოს 1,8 მილიარდი მუსლიმი რამადანის წმინდა თვის აღსანიშნად ემზადება კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ხარისხის ზომებს ატარებენ - ზოგან ისინი მკაცრია, ზოგან კი თითქმის არაფერი კეთდება შეკრებების თავიდან ასაცილებლად.

ოფიციალური მონაცემებით, ისლამურ სამყაროში ხშირი არ არის COVID-19-ით სიკვდილიანობა, მაგრამ რეალური სურათის შესაქმნელად ძნელია სანდო ცნობების მოპოვება.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი განუხრელად იზრდება და ამჟამად 2,6 მილიონს აჭარბებს. აქედან 183 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

მუსლიმური სამყაროს ზოგიერთ ნაწილში პანდემიამ დაარღვია საუკუნებრივი ტრადიციები, ვინაიდან ხალხი მკაცრი საკარანტინო ზომების, კომენდანტის საათის, მეჩეთების დაკეტვისა და მასობრივი ლოცვების აკრძალვის წინაშე აღმოჩნდა.

ზოგან კი ათობით მილიონი მომლოცველი იმოგზაურებს და შეიკრიბება, რაც ბადებს შიშს, რომ რამადანის თვემ ინფიცირების ტალღა შეიძლება წარმოშვას მთელს მსოფლიოში.

ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი, მეჩეთები დაკეტილია, გავლენიანი სასულიერო პირები კი ხალხს მოუწოდებენ, შინ ილოცონ. პაკისტანსა და ბანგლადეშში კი სასულიერო პირები ხალხს მეჩეთებში დაბრუნებისკენ უხმობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG