Accessibility links

მარნეულის სოფლებში პროდუქციის ჩაბარებისას მოქალაქეები სოციალურ დისტანციას არ იცავენ


მარნეულის სოფლებში, აღმამედლოსა და კასუმლოში ​ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩაბარების მიზნით შეკრებილი მოქალაქეები სოციალურ დისტანციას არ იცავენ.

„აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი", - მოსახლეობას ამ სიტყვებით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მიმართა. მისი განმარტებით, მოქალაქეებისგან მოწეული მოსავლის ჩაბარების პროცესი სავალდებულო რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობს.

შოთა რეხვიაშვილის თანახმად, ამ მხრივ პროდუქციის რეალიზაციის პირველი დღე სათანადოდ მოწესრიგებული არ არის, თუმცა შედგება სია და ხვალიდან, 24 აპრილიდან პროცესი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს. უსაფრთხოების მიზნით, სოფელ აღმამედლოში შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეებიც დაურიგეს.

მარნეულელი ფერმერები პროდუქტის ჩასაბარებელი ფასით უკმაყოფილობი არიან. როგორც ისინი რადიო „მარნეულთან“ ამბობენ, მუნიციპალიტეტში შემოსული სადისტრიბუციო კომპანია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სხვა ალტერნატივის არქონის გამო კი იძულებულები არიან საკუთარი პროდუქტი დაბალ ფასში გაყიდონ. მათ კიტრის ჩაბარება 80 თეთრად მოუწიათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში სატვირთო მანქანები დღეს დილიდან მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ, 22 აპრილს სოფელ შულავერში რამდენიმე სოფლის ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოწეული მოსავლის რეალიზება მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG