Accessibility links

logo-print logo-print

24 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.18 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

24 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1854 ლარი (23 აპრილი - 3.1749);
  • 1 ევრო - 3.4291 ლარი (23 აპრილი - 3.4502);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9317 ლარი (23 აპრილი - 3.9204);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2429 ლარი (23 აპრილი - 4.1542);
  • 1 თურქული ლირა - 0.4569 ლარი (23 აპრილი - 0.4549)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1832 ლარი (23 აპრილი - 1.1802).

23 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1934 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG